ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით“ საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით“ საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემ…

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნებისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მიმართულებით“ საპარტნიორო ხელშეკრულება გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს გეოლოგიური საფრთხეების მართვის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას.

„პროექტის ფარგლებში, ვიშეგრადის ქვეყნების გეოლოგიური უწყებების წარმომადგენლები საქართველოში ათდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში გარემოს ეროვნულ სააგენტოში პროექტის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი საქმიანობა და მიმდინარე პროექტები წარადგინეს.

სამუშაო პროგრამა საველე ვიზიტებსაც მოიცავს. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის, ტყიბულისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდნენ, სადაც მეწყრული პროცესების კერებს გაეცნენ და გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და მონიტორინგის მიმართულებით გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

დაგეგმილია ასევე თუშეთის რეგიონის მონახულება, სადაც მონაწილეები მთიან რეგიონებში გეოლოგიური საფრთხეების მართვის პრაქტიკულ ასპექტებს გაეცნობიან.

გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ სლოვაკეთის, ჩეხეთისა და პოლონეთის გეოლოგიის სფეროში მოქმედი პარტნიორი ორგანიზაციები. საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შეფასებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას, უწყებებს შორის გამოცდილების გაცვლასა და პროფესიული კავშირების გაძლიერებას“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს