ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 11

საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს

საქართველო იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესიაში მონაწილეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია. საქართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია. საქართ…

კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს. სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.

საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლის დროს, სალომე ჯამბურიამ მადლობა გადაუხადა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, ICOMOS-სა და ICCROM-ს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

სესიის ფარგლებში კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ კონსერვაციის მდგომარეობა განიხილა. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველო მიესალმება კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სრულად იზიარებს შემოთავაზებულ რეკომენდაციებს და მზად არის მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის მცხეთის ისტორიული ძეგლების გამორჩეული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების გრძელვადიანი დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად.

ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს