ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს - საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას…

გზავნილები და რიტორიკა, რომელიც კონკრეტული პოდკასტიდან ისმის, მიუღებელია სასულიერო პირებისთვის. საქმე ეხება უხამს განცხადებებს, მათ შორის წმინდანების შეურაცხყოფას. დეკანოზი საბა ჭიკაიძე სიწმინდეების დაკნინების მცდელობას მდაბიო საქციელად მიიჩნევს.

ამასთან, დეკანოზი ამბობს, რომ ამგვარ საქციელზე პასუხი და აღშფოთება ზომიერი, ისეთი უნდა იყოს, როგორც ქრისტიანს შეეფერება.

„ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს. ძალიან მდაბიო საქციელია, ასე მიმაჩნია. მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ გონს მოეგონ, დაფიქრდნენ ამ ყველაფერზე და სინანულით მოემართონ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მათვე დაუბრუნდებათ ძალიან მძიმედ და ძალიან ცუდად. ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ - ღმერთი და სიწმინდე შეურაცხყოფილი არასოდეს რჩება. საბოლოო ჯამში შეურაცხყოფილი რჩება თვითონ ის ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს აკეთებს. საკუთარ თავს შეურაცხყოფს ასეთი ადამიანი და ბუმერანგივით დაუბრუნდება ეს ყველაფერი მათ.

გასაგებია, რომ აღშფოთებას ყველა გამოხატავს, მაგრამ ზომიერება დავიცვათ, რომ არ იყოს არავითარ შემთხვევაში იგივე მეთოდებით მათ მიმართ პასუხი, კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება“, - აცხადებს დეკანოზი საბა ჭიკაიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს