ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და პარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და პარ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში, ქართული ხორბლისა და პურის კულტურის ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში - „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.

ხორბლის უნიკალური ჯიშები გვაქვს. 5 ენდემური და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ათასწლეულების განმავლობაში, ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხზე საუბრის გარდა, ამაში დავინახოთ ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ალოობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოეწყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საგამოფენო სივრცე, ასევე სამეცნიერო და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

ღონისძიება სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს