ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია.…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია.…

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს. 2026 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 6,9 მლნ ტონაა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან მიმართებით 10%-ით მეტია. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოს რკინიგზას ბოლო ათწლეულებია არ ჰქონია.

„აღსანიშნავია, რომ კომპანიას ახალი ტვირთებიც დაემატა. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რკინიგზის გადაზიდვებში გამოჩნდა ისეთი ტვირთის სახეობები, რომლებიც წინა წლის პირველ ნახევარში არ ან თითქმის არ გადაიზიდებოდა.

სატვირთო გადაზიდვების გარდა, საქართველოს რკინიგზას მნიშვნელოვანი მატება აქვს საოპერაციო შემოსავლებში, კორექტირებულ EBIDTA-სა და შემოსავლებში.

საოპერაციო შედეგები:

შემოსავალი:

კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა იანვარ-ივნისის პერიოდში 352 მლნ ლარი შეადგინა, რაც 19%-ით მეტია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში კორექტირებული EBIDTA საოპერაციო საქმიანობიდან, 27%-ით გაიზარდა და 92.2 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 72.4 მლნ ლარი).

სრული EBITDA გაიზარდა 84%-ით და 137.0 მლნ ლარი შეადგინა (2025 წლის 6 თვის მაჩვენებელი: 74.3 მლნ ლარი). შესაბამისად, კორექტირებული EBITDA მარჟა გაუმჯობესდა 45%-მდე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 25%-თან შედარებით.

მომგებიანობა:

2026 წლის პირველი 6 თვის წმინდა მოგებამ შეადგინა 112.3 მლნ ლარი, რაც 74%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის წმინდა მოგებას (64.7 მლნ ლარი)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს