ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

რევაზ სოხაძე – ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა ჯანსაღი დისკუსია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ

რევაზ სოხაძე – ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართა ჯანსაღი დისკუსია, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე, ყოველთვის მზად ვართ, ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია – საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, საჯარო-კერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია – საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, საჯარო-კერ…

ინფრასტრუქტურულ სექტორში მიმდინარე საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაცია – საქართველოს მთავრობისა და „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ თანაორგანიზებით, საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა 2026 წელს განხორციელებული საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, ასევე ფასთან ინდექსაციის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო და ზოგადად გატარებული რეფორმები და რეგულაციები განიხილეს.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შედგა ძალიან ჯანსაღი დისკუსია. სოხაძის თქმით, ყოველთვის მზად არიან, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ესაუბრონ, გააცნონ ტავიანთი გეგმები და მათგან მოისმინონ პოზიციები.

„დღეს გაიმართა მორიგი შეხვედრა ბიზნესსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. თქვენ იცით, რომ ასეთი დიალოგი ხშირი არის და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბროთ, მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, მათგან მოვისმინოთ პოზიციები. სიმართლე გითხრათ, დღეს იმ ნაწილს, რომელსაც მე ვესწრებოდი, არანაირი შენიშვნა არ გამოთქმულა.

ჩვენ გავაცანით, შევაჯამეთ, ასე ვთქვათ, ის ეტაპი, რომელიც რეფორმების კუთხით უკვე გატარდა, თუმცა ეს არ არის პროცესი, რომელიც დასრულდა, ეს გაგრძელდება. ჩვენ ყველა იმ სიახლეს და იმ ნოვაციას მივიღებთ და გავითვალისწინებთ, რაც ამ სფეროს გაჯანსაღებას და წინსვლას ემსახურება. არ მინდა ისე გამოვიდეს, მაგრამ შენიშვნები ნამდვილად არ ყოფილა. იყო შეკითხვები, რომელსაც ჩვენ პასუხი გავეცით. იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, პრობლემები, პრობლემები არა, უფრო სწორად, დახვეწის კუთხით საუბარი, რაც ჩვენ ნამდვილად ვიცით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ძალიან ჯანსაღი დისკუსია იყო, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე“,- განაცხადა სოხაძემ.

მისივე თქმით, კერძო სექტორის მხრიდან იყო საკითხები პროექტების ხარისხთან დაკავშირებით, რაც, მინისტრის თქმით, ნამდვილად არის გამოწვევა.

„კერძო სექტორის მხრიდან იყო პროექტირებასთან დაკავშირებით საკითხები, პროექტების ხარისხთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა. იყო საექსპერტო ცოდნასთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა. ყველა ამ გამოწვევასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ გადაიდგას ძალიან ქმედითი ნაბიჯები, რათა ამ მიმართულებით გვქონდეს წინსვლა“,- აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს