ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას ა…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთსა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ გენერალურმა დირექტორმა ნათია ფარცვანიამ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მოაწერეს.

„მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მაღალკვალიფიციურ, თანამედროვე და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შესაძლებელი გახდება სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციების მიღება, ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, მათ შორის კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, ასევე საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო ჩარევების განხორციელება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე კავკასიის მედიცინის ცენტრი ჩაერთვება ერთობლივ სოციალურ აქტივობებში და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერას გაუწევს სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ბენეფიციარებს, როგორც თბილისში, ისე საქართველოს რეგიონებში.

მემორანდუმის ხელმოწერას სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთისა“ და კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს