ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდები ყოველდღიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს. არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდები ყოველდღიუ…

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს მასპინძლობს.

არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ახალგაზრდები ყოველდღიურად ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ, შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში.

ბანაკის მონაწილეებს მოწვეული სტუმრები - საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი სოსიაშვილი და ჯგუფი ურსას სოლისტი გიორგი ძოწენიძე შეხვდნენ. შეხვედრაზე მათ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ისაუბრეს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაზე, კულტურისა და ხელოვნების როლზე, უმაღლესი განათლების მხარდამჭერ პროექტებსა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც სახელმწიფო ახალგაზრდებს სთავაზობს.

კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეროვნული ღირებულებების, სოციალური ინტეგრაციისა და ახალგაზრდული ბანაკების მასშტაბების გაფართოების მნიშვნელობას. სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება და სეზონის განმავლობაში ათასობით ახალგაზრდას უმასპინძლებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს