ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება

ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, მიხეილ გოგოლიძესა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, დავით კვიციანთან ერთ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, მიხეილ გოგოლიძესა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, დავით კვიციანთან ერთ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, მიხეილ გოგოლიძესა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, დავით კვიციანთან ერთად, ქალაქ ფოთში ნარჩენების გადამტვირთავი თანამედროვე სადგურის მშენებლობის პროცესს გაეცნო.

„ფოთის მუნიციპალიტეტში მშენებარე ნარჩენების გადამტვირთავი სადგური ზუგდიდში მშენებარე ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის ინფრასტრუქტურის ნაწილია. სადგური ფოთის მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას როგორც ფოთის მუნიციპალიტეტში, ისე მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და რეგიონში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს