ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 9

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

გივი მიქანაძემ ანკარაში ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდ…

ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის (Middle East Technical University – METU) მოქმედ პრეზიდენტ ენდერ ჯიეროღლუს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოს უნივერსიტეტებსა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობას, ასევე ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებას.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და რეფორმის ფარგლებში განათლების ხარისხის ზრდის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობაზე, რაც სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნასა და საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის მოქმედმა პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები და საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ტექნოპარკის (METU Technopark) სასწავლო ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და საგანმანათლებლო საქმიანობას გაეცნო.

ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია თურქეთში. სასწავლებელი 1956 წლიდან ფუნქციონირებს და ამზადებს კონკურენტუნარიან პროფესიონალებს განსაკუთრებით ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, არქიტექტურის, ეკონომიკისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით.

მინისტრთან ერთად უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია.

ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს