ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავისი ძაღლის დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციაში გადაყვანას იქ მცხოვრები კატა ლარის გამო არ აპირებს. ამ თემაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა .​ ბერნემს ჰყავს ძაღლი ექსელი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავისი ძაღლის დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციაში გადაყვანას იქ მცხოვრები კატა ლარის გამო არ აპირებს. ამ თემაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა .​ ბერნემს ჰყავს ძაღლი ექსელი…

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი თავისი ძაღლის დაუნინგ-სტრიტის რეზიდენციაში გადაყვანას იქ მცხოვრები კატა ლარის გამო არ აპირებს. ამ თემაზე მან BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.​

ბერნემს ჰყავს ძაღლი ექსელი - ბიშონ ფრიზესა და პუდელის ნაჯვარი. ჟურნალისტები მისი შემდგომი ბედით დაინტერესდნენ და პრემიერს ჰკითხეს, დარჩებოდა თუ არა ძაღლი მანჩესტერში, თუ რეზიდენციაში გადავიდოდა.

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

კატა ლარი ამ განცხადებას X-ში თავისი სახელით მართულ გვერდზე გამოეხმაურა და ახალი პრემიერის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა.

19 წლის კატა ლარი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში 2011 წლიდან ცხოვრობს. მას განსაკუთრებული თანამდებობაც კი უკავია - ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სამდივნოს მთავარი თაგვთმჭერი. ლარის პოსტზე ყოფნის განმავლობაში ქვეყანაში უკვე ხუთი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა.

2026 წლის 20 ივლისს პოსტზე ენდი ბერნემი მოვიდა, რომელმაც კირ სტარმერი შეცვალა. ბერნემის მიერ თანამდებობის დაკავების დღეს ლარიმ თაგვი დაიჭირა, რაც ბევრმა კარგ ნიშნად აღიქვა. ლარიმ თავისი ნადავლი რეზიდენციასთან მყოფ ჟურნალისტებს აჩვენა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს