ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 11

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალური განათლებისა და სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალური განათლებისა და სა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ჯოზეფ მილერმა მინისტრს ქართული ღვინის გლობალური განათლებისა და საერთაშორისო განვითარების ინიციატივა წარუდგინა. ინიციატივა წარმოადგენს ხუთწლიან სტრატეგიულ ჩარჩოს, რომლის მიზანია ქართული ღვინის გრძელვადიანი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება განათლების, პროფესიული განვითარების, ბაზრის ჩართულობისა და სტრუქტურირებული საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.

„ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო პროფესიულ წრეებში ქართული ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავებას, მისი უნიკალური ისტორიისა და კულტურის გაცნობას, ასევე ახალი პარტნიორობების და შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. განათლებაზე, პროფესიულ განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ღვინის პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე. დღევანდელი შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა,” - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ინიციატივა ხუთ ძირითად კომპონენტს აერთიანებს - ქართული ღვინის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას; საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას და კომერციული შესაძლებლობების გაფართოებას; უცხოელი პროფესიონალებისთვის საქართველოში პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული გაცნობითი პროგრამების განხორციელებას; მრავალენოვანი საგანმანათლებლო და საკომუნიკაციო რესურსების შექმნას, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული ღვინის ეფექტიან წარმოჩენას შეუწყობს ხელს; ასევე, შედეგების შეფასებისა და ანგარიშგების მექანიზმების სრულყოფას.

აღსანიშნავია, რომ სომელიეთა საერთაშორისო გილდია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა ღვინისა და სომელიეს პროფესიული განათლების სფეროში. გილდია საქმიანობს არაერთ ქვეყანაში და ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც ღვინის ინდუსტრიის პროფესიონალების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს