ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ავჭალაში, ილორის ქუჩაზე, N23 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით 1 700 კვ.მ ფართობზე, სკვერი ეწყობა. ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ავჭალაში, ილორის ქუჩაზე, N23 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით 1 700 კვ.მ ფართობზე, სკვერი ეწყობა. ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვ…

ავჭალაში, ილორის ქუჩაზე, N23 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, დაახლოებით 1 700 კვ.მ ფართობზე, სკვერი ეწყობა. ტერიტორიაზე უკანონო ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდა და მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

აღნიშნული პროექტისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით 474 000 ლარი დაიხარჯება.

რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს