ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 6

საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნა

საქართველოში ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეუ…

28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც C ჰეპატიტის ელიმინაცია ეროვნულ პრიორიტეტად აქცია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული თანამშრომლობის როლს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევისთვის.

C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, ჩატარებულია 8,9 მილიონზე მეტი სკრინინგი, გამოკვლეულია 3,2 მილიონზე მეტი პირი, ხოლო 94 410 პაციენტი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში. განკურნების მაჩვენებელმა კი 99%-ს მიაღწია.

B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულია 30 000-ზე მეტი სკრინინგი, დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 5 000-ზე მეტ პირს, ხოლო მკურნალობის პროცესში ჩაერთო 1 700-ზე მეტი პაციენტი.

ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, უსაფრთხო სამედიცინო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირებას, მოსახლეობის დროულ სკრინინგსა და მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობას.

აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკა და მკურნალობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს