ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

მიხეილ სარჯველაძე კორეის ელჩს, ჰიონ დუ კიმს შეხვდა

მიხეილ სარჯველაძე კორეის ელჩს, ჰიონ დუ კიმს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ჰიონ დუ კიმს უწყების საქმიანობა გააცნო. ს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ ჰიონ დუ კიმს უწყების საქმიანობა გააცნო. ს…

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს შეხვდა.

მიხეილ სარჯველაძემ ჰიონ დუ კიმს უწყების საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო დევნილთა განსახლების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებს, ასევე – დაგეგმილ რეფორმებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოსა კორეის რესპუბლიკას შორის, პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი თეჩან კიმი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს