ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ღრმაღელის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კ…

ნაძალადევის რაიონის გამგეობა ღრმაღელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა მიმდინარეობს, შემდეგ კი 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდება.

„კიდევ ერთი ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ხორციელდება ნაძალადევის რაიონში. ღრმაღელის ქუჩაზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ამორტიზებული და მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა უკვე დაიწყო. განახლდება როგორც სასმელი წყლის სისტემა, ისე წყალარინების ქსელი.სამუშაოების დასრულების შემდეგ, ნაძალადევის გამგეობა 5 000 კვ.მ ფართობზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაიწყებს, რომლის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარი. ასევე, მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორია და მოეწყობა ბორდიური“, - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღრმაღელის ქუჩის რეაბილიტაცია წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„მისამართზე გასული საუკუნის 50-იანი წლების შემდგომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები არ ჩატარებულა. ტერიტორიაზე არსებობს დაზიანებული ქვაფენილიანი გზა, რაც ართულებდა ქუჩაზე მოსახლეობის გადაადგილებას. აღნიშნული სამუშაოების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყველაფერი მთლიანად მოწესრიგდება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს