ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ქუთაისის საე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ქუთაისის საე…

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა მოაწერეს.

მემორანდუმი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას, სამეცნიერო ინფორმაციისა და კვლევების შედეგების გაცვლას, საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში თანამშრომლობას, ასევე სხვა ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, საქველმოქმედო ფონდის „ქართუ“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტუმრებმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე ქართული ვაზის ადგილობრივი ჯიშების საკოლექციო ნარგაობა, სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები და ვაზის, ღვინისა და ხორბლის საგამოფენო სივრცეები დაათვალიერეს, მიმდინარე კვლევით საქმიანობას გაეცნენ, ასევე აღდგენილი ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისგან დაყენებული ღვინისა და ბაზაზე წარმოებული ხილის ნიმუშები დააგემოვნეს.

ლევან უჯმაჯურიძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა აგრობიომრავალფეროვნების დაცვაზე, გენეტიკური რესურსების კონსერვაციაზე, ინოვაციური აგროტექნოლოგიების განვითარებაზე, სერტიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალის წარმოებასა და საერთაშორისო თანამშრომლობაზე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს