ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

გივი მიქანაძემ და ანკარის უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს

გივი მიქანაძემ და ანკარის უნივერსიტეტის რექტორმა საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგა…

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნეჯდეთ უნუვარმა უმასპინძლა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

გივი მიქანაძე ანკარის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო და ანკარის უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრისას მინისტრმა და რექტორმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ანკარის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განვითარებას, აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.

გივი მიქანაძემ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა გააცნო და აღნიშნა, რომ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაა, რაც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას ემსახურება.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომების ურთიერთაღიარების საკითხზე. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭო (YÖK) ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებენ.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთობლივი პროექტების, მათ შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაცვლითი პროგრამების, განხორციელების მზაობა გამოთქვეს.

მინისტრთან ერთად ანკარის უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს ს

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს