ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 3

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხ…

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალეშ მიხლი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ზოლტან კურალი.

პანელის მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ცენტრალური ბანკების საქმიანობაზე, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასა და საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიებზე, სტეიბლქოინებისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების განვითარების ტენდენციებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ევროპის სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართა. მხარეებმა განიხილეს ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პრაქტიკული გამოყენების საკითხები.

Central Banking-ის ყოველწლიური შეხვედრები ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალური საკითხების განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს