ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა

2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა . ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა . ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლე…

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ 2026-2027 სასწავლო წლის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი გამოაქვეყნა.

ცნობარი მოიცავს ინფორმაციას იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და მისაღები ადგილების შესახებ, რომლებზეც აპლიკანტებს 2026-2027 სასწავლო წლისთვის განაცხადის წარდგენა შეუძლიათ.

მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღებას 18 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს, მათ შორის 12 სახელმწიფო და 6 კერძო. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

მიმდინარე მიღების ფარგლებში ჯამში გამოცხადებულია 2302 ადგილი, საიდანაც 2112 ადგილი განსაზღვრულია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის, ხოლო 190 ადგილი - სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები შესაბამის სტანდარტზე დაფუძნებული 60-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია, რომლებიც მომავალი მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება. პროგრამების ხანგრძლივობა არანაკლებ ერთ სასწავლო წელს შეადგენს, რომელთა წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა შესაბამის საგანში მიღებული შედეგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის კი აუცილებელია საბაზო პროფესიული უნარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდების წარმატებით ჩაბარება.

ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს