ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ჯიღაურას ბაზაზე თურქ მეცნიერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის სამსუნის უნივერსიტეტის მეცნიერები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, თურქი მეცნიერები მცენარეთა ინტეგრირებული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის სამსუნის უნივერსიტეტის მეცნიერები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, თურქი მეცნიერები მცენარეთა ინტეგრირებული…

სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას თურქეთის სამსუნის უნივერსიტეტის მეცნიერები ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში, თურქი მეცნიერები მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თხილის ხმობის საკითხზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოსა და თურქეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. შეხვედრაზე განიხილეს დაავადების კვლევის თანამედროვე მიდგომები, ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს ჯიღაურას ბაზა და კვლევითი ლაბორატორიები, გაეცნენ ვირუსოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობასა და თხილის ბაქტერიული დაავადებების მიმართულებით მიღებულ შედეგებს.

შეხვედრის ფარგლებში დაისახა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიმართულებები, რაც ხელს შეუწყობს თხილის დაავადებების გამომწვევი მიზეზების უკეთ შესწავლასა და მათი მართვის ეფექტიანი რეკომენდაციების შემუშავებას.

თურქ მეცნიერთა ვიზიტი საქართველოში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კოორდინაციით განხორციელდა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს