ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრში“ დამზადებული კერამიკული ნაკეთობების გამოფენა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზა…

თბილისის საკრებულოში პროფესიული კოლეჯის „სპექტრის“ კერამიკულ ლაბორატორიაში შექმნილი ნაკეთობების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა. გამოფენილი ნამუშევრები მომზადდა თბილისის მერიის მომზადება/გადამზადების პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში. კერამიკული ნაკეთობების დამზადების მომზადება/გადამზადების პროგრამა წელს 80-მდე პირმა გაიარა, მათ შორის პროგრამა განხორციელდა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში.

გამოფენა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და კოლეჯ ,,სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ გახსნეს.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, თბილისის საკრებულოს და „სპექტრს“ მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს და დღევანდელი გამოფენაც ამ თანამშრომლობის მაგალითია.

„თბილისის საკრებულო მოხარულია დღეს უმასპინძლოს კოლეჯ „სპექტრის“ გამოფენას. კოლეჯთან თბილისის მუნიციპალიტეტს მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია დღევანდელი ღონისძიება. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ 2018 წლიდან ხორციელდება და პირადად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით დაიწყო. მე მინდა წარმატება ვუსურვო პროგრამის ყველა მონაწილეს მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

პროფესიული კოლეჯის დირექტორმა მათე ტაკიძემ აღნიშნა, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით არაერთი საინტერესო პროექტი შეიქმნა. მისივე თქმით, დღევანდელი გამოფენა სწორედ მუნიციპალიტეტის პროგრამის ფარგლებში მომზადდა.

თბილისის საკრებულოში გამართულ ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, საკრებულოს წევრები ავთანდილ ცინცაძე და შალვა ხაბარელი, კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

კერამიკის ლაბორატორია კოლეჯში 2023 წლის სექტემბერში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა და სრულად არის აღჭურვილია უახლესი ტექნიკით. სასწავლო სივრცე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მომზადება/გადამზადების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსებით შეისწავლონ კერამიკული ნაკეთობების დამზადება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს