ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 7

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერის კულტურის ცენტრის, კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის და თბილისის N37 საჯარო სკოლის შენობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. შ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერის კულტურის ცენტრის, კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის და თბილისის N37 საჯარო სკოლის შენობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. შ…

ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერის კულტურის ცენტრის, კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის და თბილისის N37 საჯარო სკოლის შენობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის №199 და №37 საჯარო სკოლების დირექტორები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

კომისიის წევრებმა განიხილეს ცაგერის კულტურის ცენტრის არქიტექტურული კონცეფცია.

პროექტის მიხედვით, შენარჩუნდება 1950-იან წლებში აგებული ცაგერის კულტურის ცენტრის ისტორიული ნაგებობა და სრულად განახლდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

მრავალფუნქციური ცენტრში განთავსდება საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები. დაიგეგმება მიმდებარე ტერიტორიის, რეკრეაციული ზონისა და ავტოსადგომის მოწყობა.

კომისიამ ასევე იმსჯელა ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო ოთხ არქიტექტურულ კონცეფციაზე.

პროექტებით გათვალისწინებულია 150 მოსწავლეზე გათვლილ პანსიონში საცხოვრებელი ოთახების, საერთო მოსასვენებელი და სასწავლო სივრცეების, ბიბლიოთეკის, კომპიუტერული ლაბორატორიის, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახების, ფსიქოლოგისა და სამედიცინო მომსახურების სივრცეების, სპორტული ოთახის და სასადილო-სამზარეულოს მოწყობა.

საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, 800 მოსწაბლეზე გათვლილი თბილისის N37 საჯარო სკოლის ახალი შენობი კონცეფცია.

პროექტების მიხედვით, თანამედროვე საგანმანათლებლო და ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით შენარჩუნდება ძველი სკოლის ძირითადი პარამეტრები, რაც ხელს შეუწყობს ახალი სკოლის ინფრასტრუქტურის სრულფასოვან განვითარებას.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს