ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა. დღეს რომ ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია

დავით ჩიხელიძე: სალომე სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა. დღეს რომ  ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად  ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში  წარმატებაზე საუბარი  რთულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარ…

სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის - 2%-ით, ხოლო მოლდოვის -2%-ით.

მისივე შეფასებით, დღეს რომ სალომე სამადაშვილი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია.

„სამადაშვილისა და ოპოზიციის გარკვეული ნაწილის პირდაპირი დავალება საქართველოზე თავდასხმაა და არა რეალური ოპონირება. სალომე სამადაშვილმა ბრიყვული, თუმცა დამაჯერებელი სახით განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნების ეკონომიკებს ჩამორჩება და ქვეყანა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ეკონომიკად წარმოაჩინა. არადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ასე გამოიყურება:

საქართველო - $11,570

მოლდოვა - $9,350

უკრაინა - $6,980

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, 2026 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკა 6.5%-ით გაიზრდება, უკრაინის - 2%-ით, ხოლო მოლდოვის -2%-ით.

სწორედ ეს არის მშვიდობის, სწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული, სუვერენული კურსის შედეგი. როდესაც არ აჰყვები გარე ძალების მოწოდებებს და ბოლომდე იცავ საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დღის წესრიგს, შედეგიც სახეზეა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება.

დღეს რომ სამადაშვილი და რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყვნენ, საქართველო ნამდვილად იქნებოდა ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა, რადგან მათი მმართველობის პირობებში წარმატებაზე საუბარი რთულია. მათთვის მთავარი საკუთარი პოლიტიკური მფარველების მითითებების შესრულებაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გზა საქართველოს დასუსტების გზას ნიშნავს.

ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული და დამოუკიდებელი საქართველოს ხილვა არც დასავლეთის და არც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის გეგმებში ჯდება. სწორედ ამიტომ აღიზიანებთ საქართველოს წარმატება და დამოუკიდებელი პოლიტიკა. მათ ისევე აშინებთ დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს დანახვა, როგორც ეშმაკს ჯვრის!“ - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს