ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგი…

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრის მოადგილეებთან, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, თავდაცვისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების მოადგილეებთან, სხვადასხვა სამინისტროს დეპარტამენტებისა და მათ სისტემაში შემავალი სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად განიხილეს სახელმწიფო სერვისების განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტები, რომლებშიც გაწერილია სერვისების შემდგომი განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა, მინისტრის მოადგილეებმა გიორგი დგებუაძემ, ლანა მორგოშიამ და თამარ ზოდელავამ გახსნეს.

შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შემდგომ ეტაპზე სხვადასხვა უწყების ჩართულობის საკითხი.

სტრატეგიის პრიორიტეტი მომხმარებელზე ორიენტირებული, მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის მიზნით ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიურად დაგეგმვა-განხორციელებაა, რაც მოქალაქეებისთვის საჯარო უწყებების მომსახურებას მეტად მარტივს, სწრაფსა და ხელმისაწვდომს გახდის.

სტრატეგიის განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უხელმძღვანელებს.

დოკუმენტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით შემუშავდა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება, მათ შორის, იმ გამოცდილებასა და რეკომენდაციებს, რომლებიც 2026 წლის ივნისში თბილისში გამართული გაერო-ს საჯარო სერვისების ფორუმის ფარგლებში იქნა გაზიარებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს