ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ

გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლ…

გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუდენტებს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ვაზის მდიდარ გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნებასა და მათი დაცვისა და კვლევის მნიშვმელობაზე გაამახვილა.

ჯიღაურას ბაზაზე, სტუდენტებმა ვაზის საკოლექციო ნარგაობა, კვლევითი ლაბორატორიები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს. ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ, სტუდენტებს ქართული ტრადიციული მეღვინეობის, ქვევრში ღვინის დაყენებისა და დავარგების ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს.

წილკნის ბაზაზე სტუდენტებმა დაათვალიერეს ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორია, სადაც მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების თანამედროვე მეთოდებსა და ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნენ. ასევე მოინახულეს პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, სადაც ნიადაგის ანალიზის ძირითად მიმართულებებსა და მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ერთწლოვანი კულტურების სათბურებიც დაათვალიერეს.

ვიზიტი გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ისახავდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს