ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

ნიკოლოზ მეტრეველი სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია

ნიკოლოზ მეტრეველი სამადაშვილის განცხადებაზე: შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. მეტრეველის შეფასებით, აღნიშნული…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა. მეტრეველის შეფასებით, აღნიშნული…

ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა.

მეტრეველის შეფასებით, აღნიშნული განცხადება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ოფიციალურ მონაცემებს არ შეესაბამება და რეალური ეკონომიკური მაჩვენებლები საპირისპიროს აჩვენებს.

"ოპოზიციის მორიგი უტიფარი ტყუილის მხილება.

სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე ღატაკი ქვეყანაა.

სინამდვილეში საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის მონაცემები სულ სხვა რამეს აჩვენებს: ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე

1. საქართველო 10 346 დოლარი;

2. მოლდოვა 8 542 დოლარი;

3. უკრაინა 6 499 დოლარი.

ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უსწრებს, მაშინ როგორ შეიძლება იყოს ის კანდიდატ ქვეყნებს შორის „ყველაზე ღატაკი “?

გარდა ამისა, ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი იყო.

ცხადია, შეიძლება ხელისუფლება გააკრიტიკო, ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრო და სოციალური გამოწვევები დაასახელო, მაგრამ ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური სლოგანების გამოყენება ძალიან უნიჭო, ძველი ხრიკია, რომელიც ქართულ საზოგადოებაზე დიდი ხანია აღარ მუშაობს." - წერს მეტრეველი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს