ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge

„გონიერი კონტრაქტი“ უკვე ხელმისაწვდომია პორტალზე my.gov.ge
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“. ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს. „გონიერი კონტრაქტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“. ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს. „გონიერი კონტრაქტ…

ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე - my.gov.ge - უკვე ხელმისაწვდომია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციური სერვისი - „გონიერი კონტრაქტი“. ინფორმაციას ციფრული მმართველობის სააგენტო ავრცელებს.

„გონიერი კონტრაქტი“ ახალი, ინოვაციური ციფრული სერვისია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უძრავი ქონების ნასყიდობისა და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციას სრულად დისტანციურად შეძლებენ.

მხარეები წინასწარ ჯავშნიან ვირტუალურ შეხვედრას, ვიდეოზარით აფიქსირებენ საკუთარ თანხმობას, ხელს აწერენ ხელშეკრულებას ელექტრონულად, ხოლო გარიგების თანხის გადარიცხვა დაცული მექანიზმით მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულების შემდეგ ხდება.

აღსანიშნავია, რომ „გონიერი კონტრაქტი“ პირველი ციფრული სერვისია, რომლის საშუალებითაც უძრავი ქონების შეძენა და ინდმეწარმედ რეგისტრაცია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ ხორციელდება. მომსახურება ქართული ინოვაციაა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„გონიერი კონტრაქტის“ my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახელმწიფო ელექტრონული სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრისა და მომხმარებლისთვის მათი მიღების პროცესის გამარტივების მიმართულებით.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს