ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 3

დავით ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას

დავით ქართველიშვილი: 2022 წლამდე ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი არ იყო. საქართველოს "ღია კარში" ტოვებდნენ, რომ სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ფასეულობების" დასაცავად. თუ გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრიანების "კასტრირებულ" პერსპექტივას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ეს მონაკვეთი ყველაფრით "მშვენიერია" - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ "ღია კარებში", ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ეს მონაკვეთი ყველაფრით "მშვენიერია" - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ "ღია კარებში", ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ…

"ეს მონაკვეთი ყველაფრით "მშვენიერია" - იმის აღიარებით, რომ 2022 წლამდე ევროკავშირის არანაირ გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო და საქართველოს ამ "ღია კარებში", ისევე როგორც ნატო-ს ორპირში მხოლოდ იმისთვის ტოვებდნენ, რომ "საათი იქს" დადგომისას - სამხედრო პოლიგონად გამოეყენებინათ "საერთო ევროპული ფასეულობების" დასაცავად. ჯილდოდ - თუ კი გადარჩებოდა, მიიღებდა გაწევრინების იმ "კასტრირებულ" პერსპექტივას - დღეს რომ უკრაინას და მოლდოვას სთავაზობენ, მორიგი ბუნდოვანი ნახევრადდაპირების სახით", - წერს "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს ვიდეო მიმართვის შესახებ.

მისივე განცხადებით, ევროდეპუტატი პირდაპირ ამბობს, რომ უკრაინამ ეს ჯილდო განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით დაიმსახურა და ეს იყო ფასი, რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, იუკნევიჩიენე კვლავ მიმართავს ვირტუალურ ქართველ ხალხს, "17 მაისის" ქართველობას კი ევრობიუროკრატები კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც "დემოკრატიის შუქურას" წარმოადგენს.

"პირდაპირ იძახის რასა - რომ უკრაინამ ეს ჯილდო დაიმსახურა: განადგურებული ქვეყნით, მილიონობით მიგრანტით და ასი ათასობით მსხვერპლით. ეს იყო ფასი - რომელიც საქართველოსაც უნდა გადაეხადა და "კრება ბედნიერი დარჩებოდა". აქვე რასა კვლავ მიმართავს იმ ვირტუალურ ქართველ ხალხს, რომელმაც უნგრეთის დუნაის წყალი უნდა გადაისხას - ევროპელების "ამაყი" წოდება რომ დაიმსახუროს. "17 მაისის" ქართველობას კვლავინდებურად არ იმჩნევენ, მსგავსად საკუთარი ალტერნატიული გეოგრაფიისა, სადაც საქართველო მხოლოდ მაშინ ჩანს რუკაზე, როდესაც "დემოკრატიის შუქურას" წარმოადგენს.

თავის დროზე ეკონომიკური კავშირების საფუძველზე შექმნილმა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ, 2008 წელს ცივი უარი განაცხადა ომში ჩათრეულ საქართველოს დახმარების გაწევასა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. მაგრამ, უკრაინა ხომ სულ "სხვა რამაა" - ამიტომაც მოხდა ბრიუსელის მყისიერი ტრანსფორმაცია სამხედრო ალიანსად, რომელმაც ევროინტეგრაციის საფასურად პირდაპირ დააწესა სისხლიანი ზვარაკის მსხვერპლშეწირვა. ამას გვთავაზობს რასა და ამ "ქართველი ხალხის" მხარდაჭერის იმედად რჩება..." - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს