ქართველმა და ფრანგმა სამხედროებმა შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარეს

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- ქობულეთში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე ფრანგი დიპლომატები იმყოფებოდნენ. საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს და საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, მე-2 რანგის კაპიტან ფილიპ გრუსენმეიერს სპეციალუ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
ქობულეთში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე ფრანგი დიპლომატები იმყოფებოდნენ. საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს და საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, მე-2 რანგის კაპიტან ფილიპ გრუსენმეიერს სპეციალუ…
ქობულეთში, სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე ფრანგი დიპლომატები იმყოფებოდნენ. საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს და საფრანგეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშეს, მე-2 რანგის კაპიტან ფილიპ გრუსენმეიერს სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა უმასპინძლა.
სტუმრებმა ქვედანაყოფის შესახებ საინფორმაციო პრეზენტაცია მოისმინეს, რის შემდეგაც ერთობლივ საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ. საზღვაო სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედროებმა ფრანგ საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაატარეს. მათ ზღვაში ასაფეთქებელი ნაღმების აღმოჩენის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ასაფეთქებლის განეიტრალების კომპონენტები შეასრულეს.