ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორ…

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალ-მაიორმა თემურ მღებრიშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნისა და რეაგირების ეტაპებზე მხარეებს შორის კოორდინირებული მუშაობის გაუმჯობესება, არსებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერება.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები ერთობლივ სწავლებებსა და წვრთნებს ჩაატარებენ, რაც ხელს შეუწყობს კოორდინაციის გაუმჯობესებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიება გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საგამოფენო სივრცეც დაათვალიერეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს