ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 10

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტი, ოპერატიული რეაგირება მოახდი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტი, ოპერატიული რეაგირება მოახდი…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მდინარე წყალწითელას დაბინძურების ფაქტი, ოპერატიული რეაგირება მოახდინა - დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვიდეოში დაფიქსირებული ტერიტორიის დათვალიერების შედეგად იდენტიფიცირებულია სამართალდამრღვევები.

დათვალიერებისას დადგინდა, რომ მდინარე წყალწითელაში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში მოქმედი სასარგებლო წიაღისეულის - ტეშენიტის ქვის დამამუშავებელი საამქროებიდან ქვის სველი წესით დამუშავების შედეგად წარმოქმნილი საწარმოო წყალი ჩაედინებოდა.

მდინარის დაბინძურების ხარისხისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მდინარისა და ჩამდინარე წყლების ნიმუშები აიღეს, რომლებიც კვლევის მიზნით, შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიღებისა და ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს