ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება

მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ნატანდამჭერი ცხაურები იწმინდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება. დედაქალაქში მოსუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „აღნიშნული სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება. დედაქალაქში მოსუ…

მდინარე ვერეს ხეობაში ნატანდამჭერი ცხაურის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„აღნიშნული სამუშაოები სისტემატურად ხორციელდება. დედაქალაქში მოსულ უხვ ნალექს ჩამოაქვს ხოლმე სხვადასხვა ტიპის სამშენებლო მასალები, წაქცეული ხეები და ა.შ შესაბამისად, ცხაურები საჭიროებს გაწმენდას. დაახლოებით, ერთ კვირაში მოწესრიგდება აქაურობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობის უსაფრთხოებისა და რისკების პრევენციის მიზნით, 2015 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, ვერეს ხეობაში, ორ ლოკაციაზე ნატანდამჭერი ცხაურები მოეწყო, რომელთა მონიტორინგი სისტემატურად ხორციელდება.

ამჟამად, პრევენციის მიზნით, იწმინდება ცხაური, რომელიც ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს, რათა ცხაურმა უხვი ნალექის შემთხვევაში, მდინარის წყლის დიდი ნაკადის თავისუფლად გატარება შეძლოს.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მდინარის კალაპოტისა და წყლის დონის მონიტორინგიც. წყლის დონის დაწევისთანავე, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, ტერიტორია ოპერატიულად სრულად იწმინდება.

დედაქალაქის მერთად ერთად გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა გელენავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს