ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 6

ბესიკ ამირანაშვილი: ტყეში უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა

ბესიკ ამირანაშვილი: ტყეში უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს. უწყების ცნობით, ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს. უწყების ცნობით, ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერებ…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში 401 ტყის მცველის ვაკანსიას აცხადებს.

უწყების ცნობით, ვაკანსიები სატყეო რეფორმის ფარგლებში ცხადდება, რომლის მიზანია ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესება.

რეფორმის ფარგლებში 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა. ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას ჯამში 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში ძლიერდება ტყის დაცვის კომპონენტიც. უკანონო ჭრების აღმოსაფხვრელად, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემათ. კონტროლის გასაძლიერებლად სისტემას 499 ახალი კადრი დაემატება, მათგან 401 ტყის მცველის პოზიციაა. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, შესაბამის რეგიონულ სატყეო სამსახურებში გაიარონ გასაუბრება და ტყის მცველის პოზიციაზე დასაქმდნენ“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.

ტყის მცველის პოზიციაზე მუშაობის მსურველებმა პირადი მონაცემები მიმდინარე წლის 20 აგვისტომდე უნდა გამოაგზავნონ ეროვნული სატყეო სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე [email protected]. ვაკანსიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელსაც სრული ზოგადი განათლება აქვს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს