ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას - „Eurosatory 2026” დაესწრო

ირაკლი ჩიქოვანი საფრანგეთში თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას - „Eurosatory 2026” დაესწრო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას - „Eurosatory 2026“ დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო გამოფენაზ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას - „Eurosatory 2026“ დაესწრო. ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო გამოფენაზ…

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო გამოფენას - „Eurosatory 2026“ დაესწრო.

ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო გამოფენაზე “Eurosatory 2026”-ზე, ფრანგი კოლეგის, საფრანგეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებისა და ვეტერანების მინისტრის, კატრინ ვოტრენის მიწვევით იმყოფება.

სამხედრო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი ორ წელიწადში ერთხელ მასპინძლობს და მის მიზანს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის, მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირებისა და სფეროს სპეციალისტებისთვის ინოვაციური სამხედრო ტექნოლოგიების, შეიარაღებისა და აღჭურვილობის სისტემების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.

წელს საერთაშორისო გამოფენას საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს. “Eurosatory 2026” კიბერთავდაცვის, ხელოვნური ინტელექტის, შორი მანძილიდან დისტანციური ბრძოლის, კრიზისებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებს დაეთმო.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ფრანგ კოლეგასთან, კატრინ ვოტრენთან შეხვედრა გამართა.

მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი - გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს