ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს. შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიუ…

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქალაქ სტამბოლში მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბარი შეეხო, ასევე, აფხაზეთის ომით დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებს. მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მართლმადიდებლური ტაძრების, მონასტრებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებს.

მთავრობის თავმჯდომარემ მსოფლიო პატრიარქს წლების განმავლობაში დევნილი ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, მადლიერება გამოხატა კუნძულ ქინალიადაზე გამართულ საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ბავშვების მასპინძლობისთვის.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე და საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერით, საერთაშორისო საზაფხულო ბანაკი ყოველწლიურად იმართება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს