ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

ეროვნული არქივის დელეგაცია პოლონეთში კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნო

ეროვნული არქივის დელეგაცია პოლონეთში კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია. ეროვნული არქივის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელ…

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელი კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნენ.

„ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, ილია ლომიძემ და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, სოფიო ჯობავამ ვარშავის სახელმწიფო არქივი, ასევე კრაკოვსა და კატოვიცეში ახლად გახსნილი საარქივო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მასპინძელი არქივების ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს დოკუმენტების საცავების მოწყობის თანამედროვე ხედვები, იქ მოქმედი კონდიცირება-ვენტილაციისა და ხანძარქრობის უახლესი სისტემები, რესტავრაციის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები, სამკითხველო დარბაზები და საარქივო კოლექციებში დაცული გამორჩეული ისტორიული საბუთები.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორ პაველ პიეტშიკთან, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართველი რესტავრატორები პოლონეთის სახელმწიფო არქივის რესტავრაციის ლაბორატორიას ეწვევიან.

ეროვნული არქივის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოსა და პოლონეთის არქივებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობასა და პროფესიულ კავშირებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს