ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ქვეყნის უმეტეს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება

ქვეყნის უმეტეს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მესამე სისტემური გათიშვა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება. თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მესამე სისტემური გათიშვა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ა…

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე დაგეგმილ ტესტირებას უკავშირდება.

თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის მესამე სისტემური გათიშვა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ამის მიზეზი კი, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი წევრის განმარტებით, ენგურჰესის აგრეგატებზე მიმდინარე ტესტირება იყო, იმის დასადგენად, თუ რა გახდა 24 და 25 ივლისს დენის მასშტაბური გათიშვის მიზეზი, ასევე, სისტემაში სუსტი წერტილების გამოვლენა.

"დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა „ენგურჰესის“ აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, - წერს სოციალურ ქსელში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის წევრი გიორგი ფანგანი.

ამ ეტაპზე, ქვეყანაში ელექტროენერგიის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა ხდება, უმეტეს რეგიონებსა და ქალაქებში მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს