ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვ…

შრომის ინსპექციის სამსახური მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ზაფხულის სეზონზე, ღია ცის ქვეშ მუშაობა სერიოზულ პროფესიულ რისკებთან არის დაკავშირებული. სიცხე მნიშვნელოვნად ამცირებს შრომისუნარიანობასა და კონცენტრაციის უნარს, რაც პირდაპირ ზრდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების წარმოშობის საფრთხეს.

აღნიშნული რისკების პრევენციის მიზნით, შრომის ინსპექციის სამსახური კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს. პირველ ეტაპზე, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ინსპექტორები საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ როგორც დამსაქმებლებთან, ისე დასაქმებულებთან, სადაც მათ დეტალურად აცნობენ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებულ საფრთხეებსა და რეკომენდაციებს.

საინფორმაციო-საკონსულტაციო ეტაპის შემდგომ, უწყება ინტენსიურად დაიწყებს ინსპექტირების პროცესს.

მონიტორინგისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ სექტორებსა და სამუშაოებს, რომლებიც ღია სივრცეში, სიმაღლეზე ან მაღალი რისკის შემცველ ტექნიკასთან სრულდება.

ინსპექტირებისას შეფასდება: კომპანიების მიერ რისკების შეფასებისა და სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვის ხარისხი; დასაქმებულთა უზრუნველყოფა სასმელი წყლითა და დასვენებისთვის საჭირო სათანადო პირობებით; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება; დასაქმებულთა სათანადო ინფორმირებულობა და პრევენციული ღონისძიებების გატარება.

შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობის მთავარი მიზანი პრევენციული ზომების მიღება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების თავიდან აცილებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს