ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

გერმანული კომპანია ,,Wirtgen Group”-ის წარმომადგენლები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სპეციალურ სემინარს ატარებენ

გერმანული კომპანია ,,Wirtgen Group”-ის წარმომადგენლები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის სპეციალურ სემინარს ატარებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, გერმანული კომპანიის ,,Wirtgen Group”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით სემინარს ატარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, გერმანული კომპანიის ,,Wirtgen Group”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით სემინარს ატარ…

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, გერმანული კომპანიის ,,Wirtgen Group”-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებთან დაკავშირებით სემინარს ატარებს.

"თანამედროვე, მაღალი სტანდარტების საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა საჭიროებს მუდმივ განახლებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების დანერგვას. ,,Wirtgen Group”-ის წარმომადგენლები ქართველ სპეციალისტებს გზების მშენებლობისა და მოვლის უახლეს გერმანულ გამოცდილებას უზიარებენ.

2 დღიანი სემინარი ეხება გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდებს, საფუძვლის გრუნტის სტაბილიზაციის თანამედროვე მიდგომებს, მშენებლობის ტექნოლოგიას და ხარისხის კონტროლს, საფუძვლისა და არსებული საგზაო საფარის რეციკლირების ტენოლოგიის ეკოლოგიურ და ეკონომიურ უპირატესობებს, რესურსების ეფექტურ მართვას, სხვადასხვა ტიპის ასფალტის საფარის მოწყობას, დაგების ინოვაციურ მეთოდებს, ბეტონის საფარსა და კონსტრუქციებს.

კომპანია ,,Wirtgen Group”-ი სამეცნიერო-კვლევით დონეზე აქტიურად მონაწილეობს საგზაო ინფარსტრუქტურის სფეროს განვითარებასა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. მათი გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და თანამედროვე სტრანდარტების, მაღალი ხარისხის გზების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში."-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს