ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა გაქცევის დაგეგმვის მიზნით საიდუმლოდ იკონტაქტეს

OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა გაქცევის დაგეგმვის მიზნით საიდუმლოდ იკონტაქტეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • OpenAI-ის სპეციალისტებმა საკუთარი AI-მოდელების უჩვეულო ქცევა დააფიქსირეს: Hugging Face-ის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმების სერიამდე, მათ შიდა შეტყობინებების დაფების მეშვეობით ფარულად დაიწყეს ურთიერთობა. მათი მიზანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

OpenAI-ის სპეციალისტებმა საკუთარი AI-მოდელების უჩვეულო ქცევა დააფიქსირეს: Hugging Face-ის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმების სერიამდე, მათ შიდა შეტყობინებების დაფების მეშვეობით ფარულად დაიწყეს ურთიერთობა. მათი მიზანი…

OpenAI-ის სპეციალისტებმა საკუთარი AI-მოდელების უჩვეულო ქცევა დააფიქსირეს: Hugging Face-ის ინფრასტრუქტურაზე ჰაკერული თავდასხმების სერიამდე, მათ შიდა შეტყობინებების დაფების მეშვეობით ფარულად დაიწყეს ურთიერთობა. მათი მიზანი იყო, ეპოვათ გზა იზოლირებული სატესტო გარემოს ფარგლებს გარეთ გასასვლელად, - წერს Bloomberg-ი.

OpenAI-ის თანამშრომლის, ერიკ უოლესის თქმით, გარკვეულ მომენტში აგენტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარე ინფრასტრუქტურაზე შეტევის განხორციელება შეეძლოთ. ეს საჭირო იყო იმ სატესტო დავალებების პასუხების მისაღებად, რომლებითაც მათ აფასებდნენ.

როგორც უოლესი აღნიშნავს, „გაქცევისთვის“ მზადება ჯერ კიდევ მაისში დაიწყო. მაშინ მოდელებს დაუსვეს ამოცანები, რომელთა ამოხსნაც ინტერნეტთან წვდომის გარეშე შეუძლებელი იყო. ერთ-ერთმა აგენტმა შეტყობინება დატოვა: „ჩვენ გავიჭედეთ. იქნებ პასუხი ინტერნეტშია?“.

OpenAI-ის თანამშრომელმა მაიკლ დალტონმა განაცხადა, რომ პრობლემის გადასაჭრელად AI-მოდელებმა რეპლიკების გაცვლა დაიწყეს იმ დაშვებით, რომ სხვა გარემოში მყოფ მეორე აგენტს შეეძლო საჭირო მონაცემები ნებაყოფლობით აეტვირთა. საბოლოოდ, ერთობლივი ძალისხმევით მათ მიაგნეს უსაფრთხოების ხვრელს, რომელმაც ინტერნეტზე წვდომა გახსნა.

ქსელში გასვლის პირველი მცდელობა კომპანიამ აღკვეთა. თუმცა აგენტებმა იპოვეს ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი და უსაფრთხოების სისტემაში ახალი ხვრელი. ამან მათ საშუალება მისცა ივლისში შეტევა განეხორციელებინათ Hugging Face-ისა და თვით OpenAI-ის სისტემებზე. კომპანიაში მომხდარს კომპიუტერული უსაფრთხოების გარდამტეხი მომენტი უწოდეს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს