ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ქართული ენის დისტანციური სწავლების უფასო ონლაინ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პორტალზე „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ და ჩაერთონ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში, რომე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პორტალზე „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ და ჩაერთონ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში, რომე…

საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ 5-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, დარეგისტრირდნენ პორტალზე „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ და ჩაერთონ ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამაში, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას, ასევე, ეროვნული და კულტურული იდენტობის განმტკიცებას.

რეგისტრაცია მიმდინარეობს პორტალზე: https://distancelearning.mes.gov.ge

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა. სასწავლო პროცესს წარმართავენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები, ხოლო მონაწილეები სასწავლო ჯგუფებში გადანაწილდებიან ასაკის, ქართული ენის ცოდნის დონის გათვალისწინებით.

სასწავლო პროცესი 2026 წლის 14 სექტემბრიდან განახლდება და კვირაში ორჯერ, Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით, მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის სასაათო ზონის შესაბამისად შერჩეულ დროს წარიმართება. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეარჩიონ სასწავლო ჯგუფი და პედაგოგი, ასევე, ისარგებლონ პროგრამის ფარგლებში შექმნილი მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით.

პორტალი „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ 2025 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ,,არაფორმალური განათლების ხელშეწყობის” პროგრამის „ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიმართულების ფარგლებში. ამჟამად პროგრამაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, აშშ-ში, თურქეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებსა და კანადაში მცხოვრები 3 500-მდე მოსწავლეა ჩართული.

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს