ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი: ქართველი მეზღვაურები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი…

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ქართველი მეზღვაურების მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კადრების მომზადებასა და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, ივანე აბაშიძემ.

მისი თქმით, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ფლოტში დაახლოებით 21 000 ქართველი მეზღვაური მუშაობს. ქართველი სპეციალისტები დასაქმებულნი არიან მსოფლიო სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 80%-ში, ხოლო საქართველოს მიერ გაცემული საზღვაო კომპეტენციების აღიარება მსოფლიოს საზღვაო დროშების დაახლოებით 90%-ზე ვრცელდება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, საქართველოს საზღვაო სექტორის საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება პირდაპირ აისახება ქართველი მეზღვაურების დასაქმების შესაძლებლობებზე. სააგენტოს მიერ განხორციელებული აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს მეზღვაურთა კვალიფიკაციას აღიარებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და მსოფლიოს წამყვანი საზღვაო დროშები.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია არის მთავარი კერა, სადაც ქართველი მეზღვაურების მომზადება ხდება. დღეს საქართველოს 21 000-მდე მეზღვაური ჰყავს, რომლებსაც დასაქმებულები არიან მსოფლიო ტონაჟის დაახლოებით 80%-ზე. ასევე, საქართველოს მიერ დაფარულია მსოფლიოს საზღვაო დროშების საერთო რაოდენობის 90%-მდე, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და ძირითადი რეპუტაციული დროშები. ეს არის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული აქტიური მუშაობის შედეგი“, – განაცხადა ივანე აბაშიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს