ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

შემოსავლების სამსახური საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ ტრანზიტულად შემოსულ ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ ტრანზიტულად შემოსულ ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფზე“ ტრანზიტულად შემოსულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ტვირთი გადაჰქონდა. „მიმდინარე წლის 24 ივლის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფზე“ ტრანზიტულად შემოსულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ტვირთი გადაჰქონდა. „მიმდინარე წლის 24 ივლის…

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფზე“ ტრანზიტულად შემოსულ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ტვირთი გადაჰქონდა.

„მიმდინარე წლის 24 ივლისს სგპ „სარფის“ კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა ამავე ქვეყნის მოქალაქე. მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირებისას წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის დანიშნულებით ხდებოდა ევროპული წარმოშობის საქონლის გადაზიდვა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციის აღსრულების ფარგლებში აღნიშული სატრანსპორტო საშუალება გაბრუნებულ იქნა უკან, თურქეთის რესპუბლიკაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შემოვიდა საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ კონტროლის ზონაში და მძღოლის მიერ ზოგადი დეკლარირების მიზნით წარმოდგენილ წარმოშობის სერტიფიკატში ამჯერად საქონლის წარმოშობის ქვეყნად მითითებული იყო თურქეთი.

ეჭვის საფუძველზე, მებაჟე-ოფიცრების მიერ განხორციელდა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება, რის შედეგად დადგინდა, რომ ტვირთზე დატანილ ქარხნულ ეტიკეტებზე წარმოშობის ქვეყნებად მითითებული იყო გერმანია და ხორვატია.

ვინაიდან გამოიკვეთა დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს