ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 12

დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

დაავადებების ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგიონებში ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროში, სამედიცინო სკრინინგი გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში,…

დაავადებების ადრეული გამოვლენის, ქრონიკული დაავადებების პრევენციისა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, სამედიცინო აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო სხვადასხვა მიმართულების მაღალკვალიფიციური ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები - ადგილზე მოხდა პაციენტების გასინჯვა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება, ჩატარდა შესაბამისი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევები. სამედიცინო მომსახურებით ასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი თბილისის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობით, განახორციელა.

სამედიცინო აქციაში მონაწილეობდნენ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ მართვის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კლინიკების - თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს, ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ექიმ-სპეციალისტები.

სკრინინგის პროცესს ადგილზე გაეცნენ: საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ჯაკო უგრეხელიძე, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ნინო გურგენიძე. ასევე - დედოფლისწყაროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ მამალაძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს