ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 8

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მი…

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი „3X3 კალათბურთში“ დასრულდა. ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს ეროვნული გვარდიის გუნდმა, რომელსაც გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გადასცა. მეორე ადგილი - თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდმა, მესამე ადგილი კი, სპეციალური ოპერაციების სარდლობის გუნდმა დაიკავა. მათ შესაბამისი სინჯის მედლები გადაეცათ. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონიამდე, პარაკალათბურთში დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის შეჯიბრებაც გაიმართა.

ჩემპიონატის დახურვისა და დაჯილდოების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები, გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები და ქალაქ ქუთაისის მერი, დავით ერემეიშვილი დაესწრნენ.

ტურნირში 19 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში ჩატარდა, ხოლო საფინალო ასპარეზობას ქალაქ ქუთაისში „შენგელია არენამ“ უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის „3X3 კალათბურთში“ ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველ წელს ტარდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს