ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 7

2026 წლის იავნარი-ივლისის პერიოდში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა

2026 წლის იავნარი-ივლისის პერიოდში ღვინის ხარისხის კონტროლის ფარგლებში 200-მდე კომპანია და ობიექტი შემოწმდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა და საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა ინსპექტირება 200-მდე კომპ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა და საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა ინსპექტირება 200-მდე კომპ…

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის შვიდ თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისმა სამსახურებმა და საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიებმა ინსპექტირება 200-მდე კომპანიასა და ობიექტზე განახორციელეს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო წერს, გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

„საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ. მიმდინარე წლის შვიდ თვეში, 41 კომპანიაში განხორციელდა 181 საინსპექციო კონტროლი, რომლის მიზანია სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენა. აღებული 479 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 4 კომპანიის 9 ნიმუშში.

სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 5 კომპანიაში განხორციელდა 15 შემოწმება, რომლის მიზანი საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. შიდა ბაზრის კონტროლის ფარგლებში, შემოწმდა 79 ობიექტი, სადაც დარღვევა 43 კომპანიის 63 ნიმუშში დაფიქსირდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების Bureau Veritas და SGS-ის მიერ ინსპექტირება 60 კომპანიაში განხორციელდა. აღებული 223 ნიმუშიდან დარღვევა 7 კომპანიის 11 ნიმუშში გამოვლინდა“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს