ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება2 წთ საკითხავი👁 8

საქართველოს საპატრიარქო: დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად

საქართველოს საპატრიარქო: დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს . როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა. საქართველოს საპატრიარქო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს . როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა. საქართველოს საპატრიარქო…

საქართველოს საპატრიარქო რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა.

საქართველოს საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში 8 აგვისტოს ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.

განცხადებაში ცალკე არის აღნიშნული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი აგვისტოს ომის დროს. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უმძიმესი ტკივილი განიცადა – ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და ძვირფასი შვილების დაკარგვა საქართველოს ისტორიის უმძიმესი ფურცელია…

დღეს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით ვიხსენებთ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას.

იმ მძიმე დღეებში უმნიშვნელოვანესი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები, საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ტყვეების, დაჭრილებისა და ბრძოლაში დაღუპული ადამიანების საომარი ტერიტორიიდან გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და ნუგეში აღმოეჩინათ.

დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები ომში დაღუპულთა სულების საოხად.

ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.

მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყოველ უმძიმეს ეტაპზე ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლე გაიღონ და ერთი წამი მარადისობად აქციონ…

მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს! უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მათ სულებს!

უფალმა აკურთხოს და მომადლოს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული სრულიად საქართველოს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს