ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 9

კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

კოჯორში პროექტის - „ჯარის ბანაკი“ დახურვის ცერემონია გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძე…

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის - „ჯარის ბანაკი – დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ დახურვის ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ პროექტის მნიშვნელობასა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების საკითხებზე ისაუბრა. მან სამხედრო ინსტრუქტორებსა და პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს ბანაკის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით, ასევე, მიმართა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა.

„ჯარის ბანაკის“ მერვე როტაციის მონაწილეებს სერტიფიკატები, საჩუქრები, ხოლო პროექტის მონაწილე უწყებების წარმომადგენლებს სამახსოვრო დაფები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წელს „ჯარის ბანაკს“ თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ორმა ქვედანაყოფმა — კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიამ და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლამ უმასპინძლა. რვა როტაციის ფარგლებში, პროექტში საქართველოს მასშტაბით IX–XI კლასების 1700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ უკვე მეოთხე წელია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს