ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
საზოგადოება1 წთ საკითხავი👁 1

ანჯაფარიძე ევროკომისიის რეზოლუციაზე, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია შესრულდა, დარწმუნებული ვარ, შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს "ღირსეულთ" და სიას გაუგზავნის ბრიუსელს

ანჯაფარიძე ევროკომისიის რეზოლუციაზე, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებს  ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ: თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია შესრულდა, დარწმუნებული ვარ, შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს "ღირსეულთ" და სიას გაუგზავნის ბრიუსელს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება. მისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება. მისი…

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება.

მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა მოქალაქეებს შორის უთანასწორობის განცდას გააჩენს და შექმნის "რჩეულთა" კატეგორიას, რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

"ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის სრულიად არაადექვატურ (რბილად რომ ვთქვა!) მოწოდებას, რომ საქართველოს ე.წ. სამოქალაქო აქტივისტებს და ჟურნალისტებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი ევროპაში, საინტერესოა როგორ მიიღებს ევროკომისია? როგორ განხორციელდება იმ "რჩეულთა" გამოხშირვა, ვისაც შეეძლება სხვები შეახარბოს, მე დავდივარ ევროპაში უვიზოდ, თქვენ კი ვერა, იმიტომ. რომ "ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი." თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია (გამოიცანით ვინ იქნებიან წევრები) რომელიც შეარჩევს "ღირსეულთ" და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი", - წერს ანჯაფარიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: როდესაც ვსაუბრობთ ტრეფიკინგზე და მის რისკზე, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ინფორმაციებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. ბავშვი როდესაც ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ქვეყანაში - და ქვეყნები არ არის შეზღუდული - ჩვენი პასუხისმგებლობის ქვეშაა, ჩვენთან იბადება ბავშვი და ჩვენ გვაქვს ნული კონტროლი შემდეგ იმ ბავშვის მომავალზე

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს